მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„7R“ - ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე აგებული სოციალური საწარმო - მარი ბენდელიანი ნარატივში

მოდის ინდუსტრია გლობალურად გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დამაბინძურებელია, თუმცა ამ გამოწვევას საქართველოში უკვე საინტერესო და ინოვაციური ბიზნესმოდელით პასუხობენ. ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე აგებული სოციალური საწარმო „7R“, რომელიც 2020 წელს ზუგდიდში დაფუძნდა, ტექსტილის ნარჩენებს სრულიად ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას სძენს. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის იდეა, რომელიც გამოუსადეგარი ქსოვილების შეგროვებასა და მათგან ეკომეგობრული სამოსის თუ აქსესუარების შექმნას, ანუ ეგრეთ წოდებულ აფსაიქლინგს გულისხმობს, წარმატებული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მწვანე ეკონომიკა დედაქალაქს მიღმა.

სტუმარი: მარი ბენდელიანი - გარემოსდაცვითი სოციალური საწარმო 7R, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები