მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 595 ახალი შემთხვევა და 6 გარდაცვლილი - 14-21 აგვისტოს COVID-სტატისტიკა

63049d17b8b22
BM.GE
23.08.22 13:20
1442
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 14-21 აგვისტოს პერიოდის COVID-სტატისტიკას აქვეყნებს. NCDC-ის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, 6 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო 7 დღის 16,98%-ს, 14 დღის კი 16,78%-ს შეადგენს.

ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებზე თბილისი, იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები