12 მაისიდან, ავიაკომპანია Fly Dubai დუბაი-ბათუმის-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.
ამის შესახებ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი TAV Georgia Facebook-გვერდზე წერს.
„29 აგვისტოს ჩათვლით, რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.