მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 მარტის ანონსი

სს
11.03.24 20:00
427

10:30 საათზე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

11:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს შეხვდება. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

11:00 საათზე, წყნეთში, სასტუმრო “კოპალაში “ არასამთავრობო ორგანიზაციები - “დასავლეთის ვექტორი “ და ukraina.ge პროექტის, “საქართველო-გზა ევროპისკენ “ ფარგლებში კონფერენციას გამართავს, რომელიც საქართველოში პ“ოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტპატიმრების პრობლემას“ მიეძღვნება. სპიკერები იქნებიან: გიგი კუბლაშვილი, ნიკა ვაჩეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, გიგი უგულავა, დავით ცხადაძე. საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი - 599 88 09 08

12:00 საათზე, ორგანიზაცია “კავშირი სიცოცხლისთვის” ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბება და ჯანდაცვის ახლად დანიშნულ მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართავს.

12:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

15:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ (თაღოვანი სივრცე) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი რობინ ლ. დანიგანი, საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები