მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 თებერვლის ანონსი

ბიემჯი
22.02.24 20:00
113

10:30-13:00 საათი - საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით, წარმოადგენს ანგარიშს (2018-2022 წლები) სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის თაობაზე. ანგარიში ეხება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების და მათი გაუქმების თაობაზე სასამართლოში შეტანილი განცხადებების განხილვას. სასტუმრო Radisson Blu Iveria; საკონტაქტო პირი: 599 500 137;

10:30 საათი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას ევროკომისიის 9 დათქმასთან მიმართებით თემაზე: რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად. პრესკონფერენცია გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისში მისამართზე: დ.აღმაშენებლის #61;

11:00 საათი - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მასპინძლობს კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. სასტუმრო „თბილისი მარიოტი”, საკონტაქტო პირი: თამარ ბოჭორიშვილი; ტელეფონი: (+995) 598 743512;

12:00 საათი - სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ინტერპელაცია პარლამენტში;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები