მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 მარტს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

გზები
11.03.24 18:11
283

12 მარტს 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის ძველ გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, დაგეგმილია გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები, რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, გვირაბის დასავლეთის მიმართულებაზე მორიგეობით.

ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ცალხმრივ რეჟიმში გადაადგილებას და საავტომობილო ნაკადების რეგულირებას უზრუნველყოფს შპს „არალი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები