მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

საქართველოს საკითხი საბჭოს სხდომის მიმდინარე საქმეთა ნაწილშია შეტანილი.

საბჭოს დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი და ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურება იქნება.

ამასთან, ევროპელი დიპლომატები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე.

გარდა ამისა, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების გავლენას გაერთიანების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ასევე იმსჯელებენ კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები