მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„12 პუნქტი ყველა ვარიანტში შესრულდება, თუ რამე არ მოეწონებათ, გვეტყვიან" - პაატა კვიჟინაძე

641c2dcdc0a65
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 15:27
614
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ქვეყანაში მთავარია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს და არა ის, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეკომენდებული 12 პუნქტი შესრულდება თუ არა.

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას, დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს 12 პუნქტი ყველა შემთხვევაში შესრულდება, რადგან თუ რამე არ მოეწონებათ გვეტყვიან და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. ეკონომიკის ზრდა კი კანონმდებლობაში ცვლილებებით არ ხდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მთავარი ის უნდა იყოს, რომ ეკონომიკას მივაქციოთ ყურადღება, შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელსაც დღეს მთავრობამ მიაღწია. როცა 12 პუნქტის შესრულებაზე ვსაუბრობთ, ის 12 პუნქტი ყველა ვარიანტში შესრულდება. თუ რამე არ მოეწონებათ გვეტყვიან, რა უნდა გავაკეთოთ და იმ კანონს შევცვლით, მაგრამ ეკონომიკის ზრდა კანონების შეცვლით არ ხდება.

მოლდოვას გასულ წელს 6%-იანი ვარდნა ჰქონდა, ანუ ჩვენსავით კი არ გაიზარდა ეკონომიკა, არამედ შემცირდა. როდესაც ეს ქვეყნები შევასრულებთ ამ რეკომენდებულ პუნქტებს, მერე დადგება საკითხი - როგორი ეკონომიკა გვაქვს. არავინ მიგვიღებს, ეკონომიკა განვითარებული თუ არ გვექნება და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 000 დოლარი იქნება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაც მთავრობამ გააკეთა ეს გავაგრძელოთ და ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები