მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 საათი წყლის გარეშე - გალს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

წყალმომარაგება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალს წყლის მიწოდება შეუწყდება. "გალ-მედიას" ინფორმაციით, მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო, შეზღუდვა დღეს 16:00 საათიდან [მოსკოვის დროით] დაწესდება.

"გალის მომწოდებელ წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო წყლის წნევა მკვეთრად დაეცა. ამ დროისთვის სპეციალისტები ზარალის შეფასებას და ავარიის ლიკვიდაციას იწყებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას ქალაქს წყალმომარაგება შეუწყდება. სავარაუდოდ, 12 საათის განმავლობაში, 26 მარტის 16:00 საათიდან", - განუცხადეს "გალ-მედიას" გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები