12 სექტემბერს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. მოსმენა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია ჩანიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებს შეეხება.
სამ მომხსენებელს შორის ერთ-ერთი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია.
ასევე, საკითხზე მომხსენებლები არიან Freedom House-ის ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და ტაივანის კვლევის დირექტორი და არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.