"ამ 12 წლის განმავლობაში, არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებით რთული იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მხარდამჭერების მიმართვისას განაცხადა.
„დიდი მადლობა გუნდს, თითოეულ მხარდამჭერს, ქართველ ხალხს. ამ 12 წლის განმავლობაში, არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებით რთული იყო. ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა ხელისუფლებასთან ერთად, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.
მადლობა ქართველ ხალხს თანადგომისთვის გამოცდილ და ბრძენ ხალხს. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა მხარი დაუჭირა მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"მთავარის" ეგზიტპოლი: "ოცნება" - 42%, "ახლები" - 18% , ენმ - 13%, "ლელო" -9% "გახარია" – 8%;
"ფორმულას" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 40.9%, "ახალი" - 16,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 16.7%; „ლელო“ – 10.3%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 8.2%.
"იმედის" ეგზიტპოლი: „ოცნება" - 56.1% "ახალი" - 12.6% "ნაციონალური მოძრაობა" - 11.6% „ლელო“ – 7% „გახარია - საქართველოსთვის“ - 4.8%