მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$120-მილიონიანი ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური დღეს იხსნება

61f4e30248d5d
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 10:43
1391
120 მლნ დოლარის ღირებულების ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური დღეს იხსნება - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ფოთის ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

ცნობისთვის: “პეის ჯგუფი” წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. მისი ყოველწლიური, საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. “პეისი ჯგუფში” დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები