გაერთიანებული სამეფო ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნებისთვის ემზადება. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა არჩევნები 4 ივლისს დანიშნა. ამ ქმედების საპასუხოდ, არჩევნებამდე თითქმის ხუთი თვით ადრე, 120-ზე მეტმა ბრიტანელმა ბიზნესლიდერმა, მათ შორის Wikipedia-ს დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა და JPMorgan-ის ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ჩარლზ ჰარმანმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლითაც დაადასტურეს, რომ მომავალ არჩევნებში ისინი მხარს ოპოზიციაში მყოფ მემარცხენე-ცენტრისტულ ძალას, “ლეიბორისტულ პარტიას” დაუჭერენ მხარს.
როგორც ღია წერილში ვკითხულობთ, ბრიტანელ ბიზნეს ლიდერებსა და ინვესტორებს სჯერათ, რომ ქვეყანა გზაგასაყარზე აღმოჩნდა და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მას ცვლილება სჭირდება. წერილში ვკითხულობთ იმასაც, რომ ბოლო დეკადის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა სტაგნაციაში აღმოჩნდა, ხოლო დღეს, ქვეყანას აკლია, როგორც პოლიტიკური სტაბილურობა, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ “ლეიბორისტულმა პარტიამ” ტრანსფორმაცია განიცახა და დაამტკიცა, რომ გაერთიანებული სამეფოს პოტენციალის სრულად გამოსავლენად ბიზნესთან თანამშრომლობას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენები და მენეჯერი ღიად უჭერენ მხარს ამა თუ იმ პარტიას. ახალი ღია წერილის ხელმომწერმა ადამიანებმა მსგავსი გადაწყვეტილება 2015 წელსაც მიიღეს, მაგრამ მაშინ, ბიზნეს ლიდერებმა მხარი “კონსერვატიულ პარტიას” დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები უკანასკნელად 2019 წელს გაიმართა, როცა უესტმინსტერის სასახლეში უმრავლესობა სწორედ “კონსერვატიულმა პარტიამ” მოიპოვა. იმ დროს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იყო, რომელიც 2022 წელს სკანდალების ფონზე გამო გადადგა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დროებით ლიზ ტრასი დასჯერდა, ხოლო 2022 წლის ოქტომბრიდან, გაერთიანებულ სამეფოს ბიზნესმენი, რიში სუნაკი ხელმძღვანელობს.