ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 776,726 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 22.22%-ია.
აქტივობის სტატისტიკის თანახმად, თბილისში ხმა უკვე მისცა 238,992-მა მოქალაქემ, რაც 23.18%-ია. თბილისის ოლქების მიხედვით, 12:00-ისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი იყო ვაკეში, რაც 25.25%-ს შეადგენდა, ყველაზე დაბალი კი ისანში 20.96%-ის ოდენობით.
12:00-ის მდგომარეობით თბილისის აქტივობა:
ოლქი | ამომრჩეველი | მოსული | პროცენტი |
ვაკე | 110,528 | 27,912 | 25.25 |
დიდუბე | 61,717 | 15,385 | 24.93 |
მთაწმინდა | 53,540 | 13,208 | 24.67 |
საბურთალო | 143,099 | 35,182 | 24.59 |
ჩუღურეთი | 67,233 | 15,927 | 23.69 |
გლდანი | 150,072 | 34,600 | 23.06 |
ნაძალადევი | 135,315 | 30,804 | 22.76 |
სამგორი | 150,203 | 32,403 | 21.57 |
კრწანისი | 42,028 | 8,967 | 21.34 |
ისანი | 117,408 | 24,604 | 20.96 |
ამომრჩეველთა აქტივობები 12 საათისთვის წინა არჩევნებზე ასე ნაწილდებოდა: 2020 წლის არჩევნები 12 საათზე 19.41% (681,583 მოქალაქე), 2016 წლის არჩევნები 12 საათზე 19.81% (695,948 მოქალაქე), 2012 წლის არჩევნები 12 საათზე 25.88% (935,278 მოქალაქე).
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.