მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12:00 საათზე Evolution Georgia-ს გაფიცული თანამშრომლები უვადო შიმშილობას იწყებენ

ევოლუშენი

დღეს, 13 აგვისტოს, 12:00 საათზე Evolution Georgia-ს გაფიცული თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ზომას, უვადო შიმშილობას იწყებენ. ამის შესახებ BM.GE-სთან კავშირი „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, უვადო შიმშილობა სამ გაფიცულ თანამშრომელს აქვს დაანონსებული და მათი მოთხოვნა კვლავაც უცვლელია.

"პროტესტის 33-ე დღეს, 12:00 საათზე "ევოლუშენის" გაფიცული თანამშრომლები უვადო შიმშილობის რეჟიმში გადადიან. შიმშილობას ამ დროისათვის 3 ადამიანი აპირებს და მათი მოთხოვნა უცვლელია",- აცხადებს დიასამიძე.

ინფორმაციისთვის, "ევოლუშენის" თანამშრომელთა გაფიცვა სამი კვირის წინ დაიწყო. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ. კომპანია აცხადებს, რომ მენეჯერები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა დიასამიძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მათი მხოლოდ ნაწილია გათავისუფლებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები