მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართა

აქცია

თბილისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა გმირთა მოედანზე მივიდა.

მსვლელობის მონაწილეებმა ადგილზე წაიკითხეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სახელები და გვარები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მსვლელობის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსეთი მტერი. მათ გაშლილი ჰქონდათ შესაბამისი ბანერიც წარწერით: „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს - რუსეთი მტერია“.

მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მასში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ოპოზიციონერი ლიდერები მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები