მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

თსუ

ცხრა ქართული ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა დღეს, 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია დააანონსა, სახელწოდებით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს“.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი შეკრება საფუძველს ჩაუყრის ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას, რომელიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური დემონსტრაციით დაგვირგვინდება.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ორი წელი გადის, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

საპროტესტო კამპანია მიმართულია „ქართული ოცნების“ იმ ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. საპროტესტო კამპანია მას შემდეგ დაანონსდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის სარჩელის არსებითი განხილვის დაწყება გამოაცხადა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 211 216 (10.17%); "კოალიცია ცვლილებისთვის“ - 229 161 (11.034%); "ძლიერი საქართველო - ლელო“ - 182 922 (8.808%) ; "გახარია საქართველოსთვის“ - 161 521 (7.777%) და „ფედერალისტები“ - ის ხუთი პოლიტიკური პარტიაა, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს. მათგან ოთხმა პარტიამ (გარდა “ფედერალისტებისა) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 784 820 ხმა მოაგროვა, რაც არჩევნების შედეგების თითქმის 38%-ია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები