მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

129 900 ლარის თაღლითურად დაუფლებისთვის, პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად, 129 900 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ. უძრავი ქონების ნასყიდობის და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ორგანიზებისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულს თანხის გადაცემა მოსთხოვეს და პირად საბანკო ანგარიშებზე დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს. ბრალდებულები დაზარალებულს არწმუნებდნენ, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის საკითხზე აქტიურად მუშაობდნენ, მაშინ როცა მესაკუთრის მიერ ამ ქონების გასხვისების საკითხი არც კი განიხილებოდა.

ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულის მიერ გადაცემული დიდი ოდენობის თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს, რის შედეგადაც დაზარალებულს 129 900 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დაკავებულია, ხოლო მეორეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები