მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 ივნისის ღამეს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეცრეჟიმი დაწესდება

შეზღუდვა

13 ივნისს ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეცრეჟიმი დაწესდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები