ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონი ადიდდა და გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრაძალა.