ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 23-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.