13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. განათლების სამინინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
"ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო მშობლებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულად გააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად"-ნათქვამია განცხადებაში.
საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია:
https://www.mes.gov.ge/mesgifs/1620655659_3543.pdf
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.