მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პირველკლასელთა რეგისტრაციაზე განსაკუთრებული ხარვეზები წელს არ დაფიქსირებულა” - განათლების მინისტრის მოადგილე

სკოლა

“პირველკლასელთა რეგისტრაციაზე განსაკუთრებული ხარვეზები მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა” - ამის შესახებ დღეს გამართულ განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ, სხდომის თავმჯდომარის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, ხარვეზები მხოლოდ “მოთხოვნად სკოლებში” ფიქსირდება და ხშირად პროცესი მომხმარებლის მხრიდან შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო ფერხდება.

“განსაკუთრებით მოთხოვნად სკოლებში რეგისტრაციაზე იყო შეფერხება, სადაც ბავშვების რეგისტრაცია 6 წამის ინტერვალით ხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მომხმარებლის ინტერნეტის ხარვეზის გამო შეფერხდა რეგისტრაცია. ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ და რამე განსაკუთრებული დარღვევა ან ხარვეზი არ ყოფილა.

თუმცა ეს საკითხი სამსჯელოა და ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი. სისტემა რთული გასამართია, მაგრამ შეგვიძლია დავიწყოთ ამაზე მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები თვითონ მოგვმართავენ, როდესაც არ სურთ სკოლის არჩევა საცხოვრებელი უბნის მიხედვით, რადგან სხვა რაიონი უფრო მოსახერხებელია - წარმოვადგენთ კონკრეტულ ქეისებს და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა”, - აცხადებს გელა გელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები