სახელმწიფო კომპანია „საგანმანათლებლო რესურსებს“ განათლების სამინისტრომ 13 999 ბუქი პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის გადაცემის მიზნით უნდა გადასცეს. 2022-ე განკარგულებით, მთავრობამ სამინისტროს მოძრავი ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა დაავალა.
დოკუმენტის მიხედვით, საუბარია ASUS-ის ბრენდის პორტაბელურ კომპიუტერებზე. ერთეულის ღირებულება 738 ლარია, ხოლო საერთო ჯამში 13 999 ბუქის ღირებულება 10 331 262 ლარი.
აღსანიშნია, რომ განათლების სამინისტროს მფლობელობაში არსებულმა კომპანია „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ბუქები პირველკლასელებს და მათ დამრიგებლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების მეშვეობით უნდა გადასცენ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სწავლას 45 ათასი პირველკლასელი იწყებს, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში.
























