დღეს, 6 ივნისს 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც მინისტრთან კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს განიხილავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებიდან ერთი საიდუმლო საკითხია.
დღეს მინისტრთა კაბინეტი შემდეგ საკითხებზე იმსჯელებს:
1. საქართველოს კანონის პროექტები „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
2. საქართველოს კანონის პროექტი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
3. საქართველოს კანონის პროექტები „სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები - მომხსენებელი: ლ.რაზმაძე;
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ქეიემჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - - მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საყუნეთ ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” -მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ“ 1997 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებაში კონტრაქტორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ“ - მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს შორის დასადები განახლებული და შეცვლილი ხელშეკრულება „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (ქუთაისის ჰუალინგის თიზი) გაფართოებასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და ლევან დავითაშვილისთვის მისი ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2021 წლის 21 მაისს ხელმოწერილი განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად და 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა) ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ლოგისტიკური პარკის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” - მომხსენებელი: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე;
13. საიდუმლო




























