მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოება გაიმართება

ოლიმპიელების დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება 13 სექტემბერს ჩანიშნა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლადო ონოფრიშვილმა განაცხადა, დაჯილდოება ორბელიანების სასახლესთან, 19:00 საათზე გაიმართება.

"ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გადასცემს ჯილდოებს ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს. ვეპატიჟებით ყველას. საზოგადოებას საშუალება ექნება მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილი, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" კონცერტი",- თქვა ლადო ონოფრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები