მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

133-მა უცხოურმა სათამაშო საიტმა ვებგვერდი ქართულად თარგმნა - ასოციაცია არალეგალურ თამაშებზე

6290b429366ee
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.22 00:00
6550
2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი ახალი რეალობის პირობებში შეხვდა. პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც. 1 იანვრიდან შეიცვალა ონლაინ-თამაშების დაბეგვრის წესი. კერძოდ კი მათ უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.

რეგულაციის ეფექტის შესახებ BMG-სთან აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა ისაუბრა. ის დღეს ყველაზე მწვავე გამოწვევას უცხოური სისტემების მიერ საქართველოს ბაზარზე გააქტიურებას ასახელებს. გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ კანონით ამ კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა აკრძალულია, თუმცა მათი საქმიანობა მაინც არ შეზღუდულა და 133-მა საიტმა თავისი ვებგვერდი ქართულადაც თარგმნა.

“ნურავის ექნება ილუზია, რომ გაცილებით ნაკლები ადამიანი თამაშობს. საკმაოდ ბევრი უცხოური საიტი შემოვიდა საქართველოში, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ლიცენზია და არ აქვს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე იოპერიროს. ეს არის არალიცენზირებული საიტები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ის გამოთავისუფლებული კატეგორია გადაიყვანონ თავის სერვისებზე. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონი არ მუშაობს, რადგანაც საკმაოდ დიდი მიმართვიანობაა, დაიწყეს ადგილობრივი სპორტული გუნდების ფინანსირებაც და შესაბამისად მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ უცხოური კომპანია, რომელსაც ინტერესი არ აქვს საქართველოს ბაზარზე, უბრალოდ კეთილი მიზნებით ასპონსორებს რომელიმე ქართულ კლუბს.

თქვენც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და sms-ვერიფიკაციის გავლით ითამაშოთ. ბევრი ასეთი საიტი არსებობს. ჯამში 23 ნოემბრის შემდეგ 133 საიტმა თარგმნა საკუთარი კონტენტი ქართულად.

ლოკომოტივი დაასპონსორა “მარსბეთმა”, რომელიც უცხოური კომპანიაა.

1Xbet-ზეც, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო არალიცენზირებულია, ვცადე და საკმაოდ მარტივად შევედი. ეს თვითონ სექტორისთვის და სოციალური ფონისთვის საკმაოდ დამაზარალებელია, რადგანაც ასეთი ტიპის არალეგალური საიტები საკმაოდ ცუდ ხერხებს მიმართავენ მომხმარებლების მოზიდვისთვის და არ ჯდებიან მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკაში,”- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები