მსოფლიოს 136 ქვეყანა თანხმდება მინიმალური 15% ოდენობის გლობალური კორპორაციული გადასახადის დაწესებაზე. მათ შორის არის საქართველოც. შეთანხმება მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის შესახებ, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ავრცელებს, ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს ყოველწლიურად საერთო ჯამში 150 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ OECD-ის განცხადებით, შეთანხმებას არ შეუერთდა ოთხი სახელმწიფო: კენია, ნიგერია, პაკისტანი და შრი-ლანკა.
შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, წევრი სახელმწიფოების გიგანტი კორპორაციები ვალდებულები ხდებიან, გადაიხადონ მინიმალური გლობალური გადასახადი, მიუხედავად იმისა, თუ რა ტერიტორიის საზღვრებში ვრცელდება მათი საქმიანობის ზონა. შემოღებული გადასახადი იმ კომპანიებისთვის ამოქმედდება, რომელთა შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება.