მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 651 ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე - რა სამუშაო გაწია თბილისი სატრანსპორტო კომპანიამ 2018 წლიდან?

5fa4fd58e11a7
ინგა მურუსიძე
07.11.20 13:50
1051
2018 წლის 10 აპრილიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საჯარიმო სადგომზე გადაყვანილია 14 691 მანქანა. ინფორმაცია BM.GE-ს სატრანსპორტო კომპანიიდან მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროიდან შეწყდა ხელშეკრულება „სითი პარკთან“ და პარკირების საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადაიბარა.

რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომანქანების გამოყვანას, ღირებულება 50 ლარიდან იწყება და სადგომზე ავტომანქანის დგომის დღეების რაოდენობის მიხედვით მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები