მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 აპრილი - ქართული ენის დღე / ეპილოგი

დღეს 14 აპრილია - ქართული ენის დღე. მსოფლიოში 5000-მდე ენაა, დამწერლობა - მხოლოდ 14, რის გამოც თითოეული კულტურულ ენად იწოდება, მათ შორის არის ქართულიც. ისტორიკოსები და მემატიანენი ქართულ ენას ღმერთების ენადაც მოიხსენიებენ, ამიტომაც არის ალბათ, სხვა გენეტიკურ მიზეზებთან და ჩვენი ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულების გამო ყველაფერი ქართულის მიმართ, რომ ჯერ კიდევ გაგანია კომუნიზმის დროს, 1978 წელს მოხერხდა ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება. ცხადია, ეს გადაწყვეტილებაც უმწვავესი პროტესტის ფონზე შედგა. საქართველოში ასეთი დონის გადაწყვეტილებები, საუბედუროდ თუ შეიძლება საბედნიეროდაც, პროტესტის გარეშე არასდროს მიიღებოდა.