გასული კვირის კიდევ ერთ მნშვნელოვან მოვლენას, ეს უკავშირდება საქართველოს წარმატებას, დიახ საქართველოს წარმატებას რომელიც დაკავშირებულია ქართული წარმომავლობის საერთაშირისო ფინანსურ ჯგუფთან, ეს არის ლაიონ ფაინენს გრუპი, წარსულში საქართველოის ბანკის ჯგუფი, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის გარდა, ფლობს კიდევ ერთ წამყვან ბანკს მეზობელ სომხეთში ამერია ბანკის სახით. და ამ თემაზე არც მეტი და ნაკლები თავად, ლონდონის საფონდო ბირჟა აცხადებს და წერს:ლიონ ფინანს ჯგუფმა (Lion Finance Group) დღეს აღნიშნა FTSE 100 ინდექსში ჩართვა და კომპანიის განვითარების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟამ 1 მაისის ვაჭრობის დასრულებისას ტრადიციული ზარის დარეკვით აღიშნა. ლონდონის საფონდო ბირჟის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი ზრდის მქონე ლაიონ ფაინანს ჯგუფს, ქართულ და სომხურ ბაზრებზე ფინანსური მომსახურება შეაქვს თავისი წამყვანი, მომხმარებელზე ორიენტირებული უნივერსალური ბანკების — „საქართველოს ბანკისა“ და „ამერიაბანკის“ მეშვეობით.ორივე ბანკი თავის ადგილობრივ ბაზრებზე საუკეთესო პოზიციებს იკავებს და ჯამში 2,7 მილიონზე მეტ ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. 2006 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან მოყოლებული, კომპანიის ბიზნეს მოდელი ერთი კონკრეტული ამბიციის გარშემო იყო აგებული: მისი შვილობილი კომპანიები მომხმარებელთა ყოველდღიური ცხოვრების მთავარ ფინანსურ პლატფორმად ექცია. მომხმარებელზე ორიენტირებული გამორჩეული ფილოსოფიის და გაღრმავებული ციფრული შესაძლებლობებისა,ჯგუფმა შეძლო თავისი მომხმარებელთა ბაზის მნიშვნელოვნად გაფართოება, რამაც განაპირობა მოგების მდგრადი ზრდა და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მთლიანი აქტივების 50-ჯერ გაზრდა. ლაიონ ფაიანანს ჯგუფის, ტიკერით ბიჯეო, იგივე წარსულში საქართველოს ბანკის ჯგუფის FTSE 100-ში ჩართვა ასახავს ინვესტორთა ნდობის სიძლიერეს ჯგუფის გრძელვადიანი საქმიანობისა და სამომავლო შესაძლებლობების მიმართ. ლონდონის ფართო კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერით, ჯგუფი კარგადაა პოზიციონირებული, რათა განაგრძოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის მდგრადი ღირებულების შექმნა. და აქვე, ლოდონის საფონდო ბირჟის სტატიაში არის მოყვანილი ლიონ ფინანს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძემ კომენატრები: „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ მიღწევაში. მას შემდეგ, რაც BGEO უკვე FTSE 100 ინდექსის შემადგენელი ნაწილი გახდა, ჩვენ შევდივართ ზრდის საინტერესო, ახალ ფაზაში, რომელიც ეფუძნება ჩვენს ამბიციას — ვიყოთ მთავარი ფინანსური პლატფორმა ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჯგუფის განვითარების ტემპი ძლიერია და ჩვენი ვალდებულებაც უცვლელია — გავაგრძელოთ მომხმარებლებისა და აქციონერებისთვის ღირებულების შექმნა მომავალშიც“. ვუსურვოთ წარმატებები ლაიონ ფაინანს ჯგუფს, რომლებიც დარწმუნებული ვარ გააგრძელებს ზრდას, რაც ადექვატურად გაზრდის როგორც ჩვენს სიამაყეს ისევე ეროვნულ თუ ვისაც გააჩნია, პროფესიულ ეგოსაც. ჯგუფმა აღამსრულებელი გუნდის ნაწილთან, პარტნიორებთან, დირექტორთა საბჭოს წევრებთან, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების და ეროვნული ბანკების მმართველებთან ერთად,შუაგულ ლონდონში უმაღლეს დონეზე აღნიშნეს ფუტს 100 ანუ წამყვანი ბრიტანული კომპანიების ასეულში გაწევრიანება, რისთვისაც მსოფლიოში უდიდესი ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმის სივრცე შეირჩა, რომელიც გარდა მილოცვებისა და ურთიერთობებებისა, ქართული და სომხური კულტურის გამორჩეული წარმომადგენელების მიერ შესრულებული კომპოზიციითაც შეივსო. მოკლედ,ეს ისტორიაც დაწერილია.და ლაიონ ფაიანს გრუპი ამ ისტორიის და საქართველოს წარმატების ავტორია.


































