მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14-მა ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა Gulfood 2022-ზე მიიღო მონაწილეობა

6213a82fa1d6b
BM.GE
21.02.22 18:54
920
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2022 წლის 13-17 თებერვალს, 14-მა ქართულმა კომპანიამ Gulfood2022-ზე მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

"აღსანიშნავია, რომ საქართველო სააგენტოს მხარდაჭერით ზედიზედ მერვეჯერ იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში, ხოლო მონაწილე კომპანიები ყოველწლიურად პოზიტიური შედეგებით ბრუნდებიან, რაც ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებასა და პროდუქტის ექსპორტზე გატანას გულისხმობს.

ქართული დელეგაცია მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, ლიმონათის, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები"-ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები