მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 მაისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
13.05.25 20:00
77

14 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:

11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მარიამ ლაშხის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი კირცხალიას, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გოდერძი ჩანქსელიანისა და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები