მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
14.09.26 20:00
63

15 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

09:30 საათზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გახსნება. მის: „Courtyard by Marriott Tbilisi“

10:30 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარჩენების მართვის კოდექსში“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ,„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (366/2-XIმპ; 09.09.2026) (პირველი მოსმენა) (კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით) (წამყვანი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი); (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. ხიზანიშვილი, თ. თიკანაშვილი);
მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

10:30 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: განსახილველი საკითხი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი ხელაძის, ბეჟან წაქაძის, ილია ინჯიას, გიორგი ბარვენაშვილის, ზურაბ რურუას, ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (364/3-XIმპ; 9.09.2026) (I მოსმენა, დაჩქარებული წესით);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე.

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალურ ხელფასს (2026 წლის II კვარტალი).

11:50 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები