მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 ნოემბრიდან ქეთევან წამებულის გამზირი იხსნება - კალაძე

636b55ed921ca
ინგა მურუსიძე
09.11.22 11:26
565
14 ნოემბრიდან ქეთევან წამებულის გამზირი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაიხსნება. განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„დედაქალაქში ორი მნიშვნელოვანი გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მათგან ერთი არის ქეთევან წამებულის გამზირი. იგეგმებოდა, რომ ნოემბერში ქეთევან წამებულზე სამუშაოები მთლიანად დასრულდებოდა და ამ დროისთვის პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც კვირის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, სხვა სამუშაოებთან ერთად, გამზირზე მოეწყო ე.წ. ბასლაინები,რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე იაროს.

თბილისის მერის განცხადებით, ქეთევან წამებულის გამზირზე რეაბილიტაცია სრულდება, თუმცა სამუშაოები გრძელდება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულში, რომელიც დაგეგმილ ვადებში დასრულდება.

ინფორმაციისთვის, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია 2022 წლის იანვარში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები