მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1.4-ტრილიონიანი შეფასების მქონე OpenAI $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

OpenAI

Bloomberg-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანია OpenAI მორიგი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში $1.4-ტრილიონიანი შეფასებით სულ მცირე $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს.

არსებული ცნობებით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და გარიგების საბოლოო პირობები შესაძლოა შეიცვალოს. როგორც ირკვევა, საინვესტიციო რაუნდის წარმატებით დასრულების მიმართ ანალიტიკოსებს დადებითი მოლოდინი აქვთ, რადგან ინვესტორებისგან მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი.

როგორც Bloomberg-ი წერს, დაგეგმილი ინვესტიცია მიზნად აქციების პირველადი საჯარო განთავსების ჩანაცვლებას და კომპანიის საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფას ისახავს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში OpenAI-მ წინა საინვესტიციო რაუნდი $122 მილიარდის მოზიდული კაპიტალით დახურა. მაშინ ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო შეფასებამ $852 მილიარდი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები