მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 წელს მიუღწეველი დამნაშავეებისთვის სპეციალური სახლები შეიქმნება - შს მინისტრი

შსს

დამნაშავე არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლობის ქვედა ზღვარს 14 წელს მიუღწეველი არიან სახელმწიფო სპეციალურ სახლებს ააშენებს, საიდან გამოსვლაც მხოლოდ მოსამართლის თანხმობით იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კითხვა არასრულწლოვანთა გახშირებულ დანაშაულს ეხებოდა.

გომელაური ადასტურებს, რომ არასრულწლოვანთა დანაშაული პრობლემაა. მან მაგალითად მოიყვანა, რომ საქართველოში ცხოვრობს 13 წლის მოზარდი, რომელსაც 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, თუმცა უწყება შემდგომი დანაშაულების პრევენციას ვერ ახერხებს.

" არასრულწლოვნებში დანაშაულის პრობლემა ნამდვილად არსებობს. მეც არ მინდა, რომ ეს ბავშვები, მით უფრო 14 წლამდე დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ. მე ამას არ ვემხრობი. იყო შემთხვევა გლდანის რაიონში, როცა სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა და აორგანიზებდა დანაშაულს, იყო 2 შემთხვევა როცა დავაკავეთ. იყო შემთხვევები, როცა არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები.

არის ერთი ბავშვი, რომლის გვარს და სახელს არ დავასახელებ, ჯერ 14 წლის არ არის და 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რამე ისტორიაში არ არის. არც საქართველოში, არც უცხოეთში და მე მგონი, რუსეთშიც არ არის. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა და ა.შ. ყველა იცნობს მთელი პოლიცია და მათ შორის მეც, თუმცა, მოვიყვანთ ამ ბავშვს, მოიყვანს დედას, იტირებენ, დაწერს განცხადებას და ვუშვებთ, მეტი არაფერი შეგვიძლია.

გამოსავლის ძებნისას ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომელზეც ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, იუსტიციასთან ჯანდაცვასთან ერთად, რომ ცალკე გაკეთდეს საერთო საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. მოზარდი იქიდან მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით შეძლებს გამოსვლას. იქ არ იქნება ციხის პირობები. სახლი იქნება, სკოლით მასწავლებლებით და აღმზრდელებით. 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანიც არის გერმანიაში და საფრანგეთში. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. სიმართლე გითხრათ სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ", - განაცხადა შს მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები