15 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:
09:00 საათზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში (გარემოს დაცვის და სოფლი მეურნეობის სამინისტროს ეზო), „საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, FAO-ს და ხმელთაშუა და შავი ზღვის თევზჭერის გენერალური კომისია (GFCM)-ის პროექტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი „აკვაკულტურის ზოგადი აღწერა და ფერმერთა გაძლიერება საქართველოში“ გაიმართება.
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
15:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;


























