მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

15 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგნაირია:

10:30 საათზე,აგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს კანონის პროექტები: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (284/3; 01.04.2026) მეორე მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.

11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ლევან მაჭავარიანისა და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (283/3-XIმპ, 01.04.2026) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შოთა ბერეკაშვილი; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე.

11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, აკაკი ალადაშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (282/3-XIმპ; 01.04.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე.

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მემცენარეობის მაჩვენებლებს (2025 წელი, წინასწარი).

11:50 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები