მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-დღიანი გაფიცვა დასრულდა - თანამშრომლებსა და "მარგებელი ჰოლდინგის" კომპანიას შორის შეთანხმება შედგა

60b87887b7533
ვიქტორია მღებრიშვილი
03.06.21 11:30
1585
„მარგებელი ჰოლდინგის“ მფლობელობაში არსებულ კომპანია „ენგადსა“ და მის თანამშრომლებს შორის 15-დღიანი გაფიცვის შემდეგ შეთანხმება შედგა. ინფორმაციას "რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირები" ავრცელებს.

მათი ცნობით, გაფიცული თანამშრომლები მუშაობას დღეიდან - 3 ივნისიდან განაახლებენ.

რაც შეეხება შეთანხმებას, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აცხადებენ:

„სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ენგადში" მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავის ფარგლებში, დასაქმებულებს ქუთაისსა და თბილისში ხელფასი 650 ლარიდან 900 ლარამდე გაეზარდათ;

დაინერგა +400 ლარის ოდენობის საბონუსე სისტემა;

დასაქმებულების აბსოლუტური უმრავლესობა პროფკავშირში გაწევრიანდა და "აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიულ კავშირში" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბება იწყება“, - აცხადებენ პროფკავშირში.

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აღნიშნავენ, რომ სამუშაო პროცესი სრულად ხვალიდან აღდგება, თუმცა პარალელურად სხვა დამატებითი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამედიაციო ფორმატში მოლაპარაკებები გრძელდება; გაფიცვის პროცესებსა და მოლაპარაკებებში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირია ჩართული.

შეგახსენებთ, „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები 20 მაისიდან ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, რის შედეგადაც კომპანიის მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით თბილისში გაფიცულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა, რა დროსაც რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა ჯანდაცვის უწყებას მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ჩართვის მოთხოვნით მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები