მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 ივნისიდან თბილისიდან ფრენებს Air Serbia იწყებს

Air Serbia

Air Serbia თბილისიდან ფრენებს იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ სააგენტოში უკვე წარმოადგინა განაცხადი, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ბელგრადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენების შესრულებაზე.

ამას გარდა, უწყების ინფორმაციით, 5 ივნისს, ბელგრადში საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე.

ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. ბელგრადში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც იმოქმედებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელს ხდის სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები