მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1,5 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილიდან, დაზღვეული მხოლოდ 100 000-მდეა - დევი ხეჩინაშვილი

62c0153ebad7d
მარიამ იზორია
02.07.22 17:00
1200
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კლასიკურ სადაზღვევო ბაზარზე ავტომობილების დაზღვევა ყველაზე დიდი დარგია, თუმცა საქართველოში მისი მასშტაბი ყველაზე მცირეა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში რეგისტრირებული 1,5 მილიონი ავტომობილიდან, დაზღვეული მხოლოდ 100 000-მდეა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, რაც სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ უნდა შეცვალოს.

“საქართველოში ავტომობილების დაზღვევის მასშტაბი ყველაზე მცირეა, როცა კლასიკურ სადაზღვევო ბაზარზე ეს ყველაზე დიდი დარგია. ეს იმიტომ, რომ სავალდებულო დაზღვევის მექანიზმი არ მოქმედებს. საქართველოს გარდა ეს ყველგან მოქმედებს. ვფიქრობ, ამის გამოსწორება ევროპული პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. ჯერჯერობით რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გვაქვს, ველით სიახლეებს,” - ამბობს ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი სექტორზე ინფლაციის გავლენასაც აფასებს და განმარტავს, რომ სადაზღვევო პოლისების ფასების ზრდით არავინ არის დაინტერესებული, თუმცა იმ ფაქტორებს, რასაც ფასზე პირდაპირი გავლენა აქვს სექტორი თავიდან ვერ აიცილებს.

“სტატისტიკას რომ შევხედოთ, სამედიცინო სერვისების ფასების ზრდის, სადაზღვევო სერვისების ფასები ყველაზე ნელა იზრდება. პირდაპირი გავლენა რასაც აქვს, იმ ფაქტორებს ცხადია ვერ ავიცილებთ, თუმცა მიზანმიმართულად ფასების ზრდით არავინ არის დაინტერესებული, რადგან გაზრდილი ფასი ნიშნავს შემცირებულ მომხმარებელს,” - აცხადებს ის.

აღსანიშნავია, სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის გავლენით, სადაზღვევო პაკეტების ფასი გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები