მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
14.10.25 20:00
• 83

15 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის აგვისტო);
  • საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები (2024 წელი);
  • მეცხოველეობის და მემცენარეობის პროდუქტებისთვის ფიზიკური ნაკადების ანგარიშები (2024 წელი);

09:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები I მოსმენა (დაჩქარებული წესით); 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები I მოსმენა (დაჩქარებული წესით); 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები I მოსმენა (დაჩქარებული წესით); 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ I მოსმენა (დაჩქარებული წესით).

10:30 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის, ზვიადი შალამბერიძის, ანზორ ბოლქვაძის, ნიკა ელისაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ნინო წილოსანის, შოთა ხაბარელის მიერ საკანონმდებო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“(პირველი მოსმენა) (კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით); (წამყვანი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი); (პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: რ. ხიზანიშვილი); მომხსენებლები: ირაკლი ქადაგიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიადი შალამბერიძე - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები