ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში, ახალი ამბულატორიები უკვე მოეწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბულატორიების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის სოფლებშიც.
"2026 წელს ნოჯიხევის, ჭითაწყარისა და მუხურის სოფლების მცხოვრებლები პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ამბულატორიებში მიიღებენ.
სამინისტროს ცნობითვე, მშენებლობა, უახლოეს მომავალში, დაიწყება ჯვარსა და საჩინოში. ახალი ამბულატორიის მოწყობა იგეგმება ოზურგეთის სოფელ მერიაში. საჩხერის სოფელ არგვეთში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამბულატორია 4 500-ზე მეტ სოფლის მცხოვრებს მოემსახურება", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.




























