ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 მოქალაქე გარდაიცვალა. სპეციალურ გვერდზე - stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით, covid-19-მა ქვეყანაში სულ 3 363 პირი იმსხვერპლა.
15 თებერვლის სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 265722 , ბოლო 24 საათში - 165
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 258732 , ბოლო 24 საათში - 639
მათ შორის გარდაცვლილი - 3363 , ბოლო 24 საათში - 11
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6208, PCR ტესტით - 2989
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,79%, ბოლო 14 დღის - 3%, ბოლო 7 დღის - 2,5%
კარანტინის რეჟიმში - 238
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1932
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 232.




























