მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წელი ლოპოტა სპა რეზორტის დაარსებიდან

რამდენიმე დღის წინ, 15 წელიწადი შეუსრულდა კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენის მიწიერ ნაშენებ სამოთხეს, სახელად ლოპოტა სპა რეზორტი, რომელიც გოგა მაისურაძეს შექმნილი ნამდვილი სამოთხეა კახეთში, რომლის განვითარებასაც ანუ კახეთის განვითარებას განსაკუთრებული ბიძგი სწორედ ლოპოტამ და ისეთმა პროექტებმა მისცეს რომლისაც არავის ეჯერა, მისი ავტორების გარდა, ხოდა გოგალენდი ანუ სასტუმრო კომპლექსი „ლოპოტა სპა რეზორტი“ ფართოვდება. არსებული გეგმით, 2024 წლისთვის კომპლექსის ტერიტორიას ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება. დაგეგმილია დამატებითი სასტუმრო კორპუსის, ბოულინგის, საბილიარდოს, ჯაზ-კლუბის, ლუდსახარშის, რესტორნის და აკვაპარკის გახსნა.რაც შეეხება ჯგუფის 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს. გასულ წელს სასტუმრო კომპლექსის კონსოლიდირებული შემოსავალი 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და 32.2 მლნ ლარს გადააჭარბა. საოპერაციო მოგება 7.5 მლნ ლარი იყო, წლის სრული შემოსავალი კი, 14.3 მლნ შეადგენდა (2021 წ - 9.1 მლნ) კონსოლიდირებული მონაცემები აერთიანებს თავად „ლოპოტას“ და „ლოპოტა დეველოპმენტის“ მონაცემებს. არადა, ყველაფერი, სულ რაღაც 15 წლის წინ და 7 სასტუმრო ოთახით დაიწყო.