მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5 წლის განმავლობაში, საქართველოს მონაწილეობით, სანქციების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება - კაკაურიძე

IMF

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სანქციებზე გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

საქმე ის არის, რომ მედიაში გავრცელდა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ადგილი აქვს საქართველოში სანქცირებული ტვირთების კონტრაბანდის შემოტანას.

კაკაურიძის თქმით, არ არსებობს არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ასეთ დოკუმენტს ვერ მოიტანს, რადგან ეს არ ხდება.

„სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, რომლებიც სანქციების აღსრულებაზე მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელნი არიან, ძირითადად, ეს არის ჩვენი უწყება - შემოსავლების სამსახური და საბაჟო, სხვა უწყებებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი შემთხვევა, ერთი ფაქტი არ დასტურდება წელიწადნახევრის განმავლობაში, რომ საქართველოს მონაწილეობით რაიმე სანქციაზე გვერდის ავლა ყოფილიყო.

ყველა ის ყოფილი თანამშრომელი, თუ ვიღაცის ინიციატივით საუბარი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, აბსოლუტური სიცრუეა. კონკრეტულ შემთხვევაზე შსს-მაც გააკეთა განცხადება, თუმცა ზოგადად კოორდინაციაში ვართ როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შესაბამის სამსახურებთან და არცერთი შემთხვევა არ დასტურდება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულ იყოს ვინმეს მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. სანქციებს როგორც ფინანსურ, ასევე საბაჟო ნაწილში და ტვირთის გატარებასთან დაკავშირებით სრულყოფილად ვასრულებთ. ალბათ, ამ ადამიანს უნდა ჰკითხოთ რატომ იგონებს მსგავს თემას, რადგან არც ამ ადამიანს მოუტანია რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვისაა გამოყენებული, ვერ მოიტანს ვერავინ, რადგან ეს არ ხდება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები