მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

150 000-მდე აბონენტი გაზის გარეშე - ვინ არის პასუხისმგებელი?

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში 17 თებერვალს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა გაიმართება. მთავარი თემა გაზსადენის დაზიანებაა, რის გამოც 150 ათასი აბონენტი ზამთარში გაზმომარაგების გარეშე დარჩა. სემეკში გამართულ სხდომაზე იმსჯელებენ რამდენად დროულად მიაწოდა კომპანიამ მომხმარებელს ინფორმაცია და რა სამუშაოები ჩაატარა ავარიის დროულად აღმოსაფხვრელად.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს. „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გაზსადენს პრობლემები სავარაუდოდ, „მესამე პირის“ ჩარევის გამო შეექმნა. სამუშაოების ეტაპობრივი შესრულების შემდეგ გაზმომარაგება სრულად გუშინ დღის ბოლოს აღდგა.

სტუმარი: ნინო გულეიშვილი - ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები