მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

150 ათას დოზა "ასტრაზენეკას" საქართველო პირდაპირ მწარმოებლისგან ყიდულობს

60262fe2c8c5f
ინგა მურუსიძე
12.02.21 11:36
2452
საქართველო covax-პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლომდე ელოდება. ჯანდაცვს მინისტრის განცხადებით, Pfizer-ის 29 250 დოზის საქართველოში ჩამოტანა „თებერვალს არ გადაცდება“ და მის ტრანსპორტირებას covax-ი უზრუნველყოფს.

ასევე, გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარტის პირველ ნახევარში, საქართველო კიდევ 150 ათას დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას მიიღებს, თან covax-პლატფორმის გარეშე ანუ პირდაპირ მწარმოებლისგან.

„დამატებით მოლაპარაკება გვაქვს მწარმოებელთან და მიღებულია დასტური, რომ 150 ათას დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

150 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღების მეტი დეტალი დღეს BMG-ს გადაცემა “ანალიტიკის“ ეთერში სტუმრობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დააკონკრეტა.

როგორც ირკვევა, 2020 წლის განმავლობაში საქართველო ჯამში, "ასტრა-ზენეკას“ 334 000 დოზას მიიღებს, საიდანაც 184 000 დოზა covax-პლატფორმიდან იქნება, დანარჩენი 150,000 კი - პირდაპირ მწარმოებლისგან ნაყიდი.

„ასტრაზენეკა“ იწარმოება ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი კი ინდოეთშია - „სერუმ ინსტიტუტი“; მას აქვს „ნოვა ვაქსის“ და „ასტრაზენეკას“ ლიცენზიები კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაზე. ასევე, „ასტრაზენეკა“ იწარმოება სამხრეთ კორეაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში; ვაქცინა, რომელიც ჩვენთან 2-3 კვირაში შემოვა, "სერუმ ინსტიტუტის" წარმოებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და იქვე დასძინა, რომ ვაქცინის შემოტანის დრო დამოკიდებული იქნება მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკების დასრულებასა და კონტრაქტის გაფორმებაზე.

NCDC-ის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია რა უჯდება საქართველოს 150 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" პირდაპირ მწარმოებლისგან შესყიდვა და არც ის, თუ რა გზით შემოვა ვაქცინა საქართველოში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები