მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150 მიუსაფარი ძაღლისთვის თავშესაფარი აშენდება - ბიუჯეტი ₾1.5 მილიონია

64345d377d30c
BM.GE
10.04.23 23:07
678
150 მიუსაფარი ძაღლისთვის თავშესაფარი აშენდება, რომლის ბიუჯეტი ₾1.5 მილიონია. ინფორმაციას "ისთ ფოინთი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, თავშესაფარს “ბრუნო” ერქმევა და 2025 წლიდან ამოქმედდება.

"ისთ ფოინთში" ახალი ამბავი გვაქვს! ვიწყებთ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და სულ მალე მიუსაფარი ძაღლებისთვის ევროპული სტანდარტის, კომფორტულ თავშესაფარს, “ბრუნოს” ავაშენებთ. თავშესაფარი გათვლილია 150 ძაღლისთვის, მათი მოვლისა და ყველანაირი სამედიცინო პროცედურით უზრუნველყოფისთვის. მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვას “ბრუნო” 2025 წლიდან შეუდგება.

“ბრუნოს” მშენებლობა "ისთ ფოინთის" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ, რომ "ისთ ფოინთის" ბინადარი ცუგები კვლავინდებურად ჩვენს სივრცეში დარჩებიან და მათზე ზრუნვას ჩვეულებრივ განვაგრძობთ. პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მერიას ", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები